საქართველო-ევროკავშირი

ნაუსედა: პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე ზეწოლა დემოკრატიას არ აძლიერებს

ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა. ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის.

[...] პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიაზე, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე -  არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას.

[...] ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, ურთიერთთანამშრომლობა გააღრმავოს NATO-სთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები, გარე ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ ქვეყნების გადაწყვეტილებებში.

თქვა ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები