ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ხაბეიშვილი გრიგორიადისზე: რუსული ოცნება ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, დაგვაშინოს

ლაზარე, იცავდა საქართველოს კონსტიტუციას! დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა. სამშობლოს გამყიდველი და კრიმინალია ბიძინა ივანიშვილი - რუსული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები.

რუსული ოცნება ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, დაგვაშინოს და ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსული ოცნება აჩვენებს კრემლს, რომ ყველას დასჯის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვინც კრემლის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია საქართველოში.

არ გვაქვს არანაირი უფლება დაყოფის, გათითოკაცებისა და დაქსაქსვის!!! ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია - 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ ყველა! დავიცვათ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ დავუშვათ ლაზარესა და ახალგაზრდების რეპრესიები.

ასე გამოეხმაურა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

კომენტარები