რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რესპუბლიკელი სენატორი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გაუგზავნოს

ეროვნული მიმოხილვის ინსტიტუტის იდეების სამიტზე არკანზასის რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორს მოქმედი იარაღი უნდა გაუგზავნოს.

"შეჭრისთვის თავის ასარიდებლად, ვისურვებდი, რომ დროის მანქანა გვქონდეს და 2 წლის წინ უკრაინა სრულიად შეგვეღიარებინა, ან გასული წლის თებერვალში/მარტში მაინც ყოფილიყო უკრაინა ბოლომდე შეიარაღებული, რათა ტერიტორიების დასაბრუნებლად ამდენი ბრძოლა არ დასჭირვებოდათ". - თქვა სენატორმა.

კოტონმა თქვა, რომ აშშ-მ უნდა მიაწოდოს უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალები - "ერთგვარი არტილერია, რომელსაც აქვს უამრავი პატარა ბომბი".

კოტონმა ასევე თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის "სისუსტემ" 2021 წელს "ვლადიმირ პუტინს უბიძგა, გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის სურდა".

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ნოემბრის მონაცემებით, ამერიკა უკრაინაში თვეში 7 მილიარდ დოლარს ხარჯავდა.

კომენტარები