საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით ჩასვეს სააკაშვილი კონტეინერში და გამოგვიგზავნეს

რამდენიმე აქცენტი მინდა შემოგთავაზოთ, რას აკეთებდა ოპოზიცია 24 თებერვლის შემდეგ.

ჯერ დავიწყებ იმით თუ რა გააკეთეს მანამდე, ომის დაწყებამდე ცოტა ხნის ადრე - მათ ჩამოგვიყვანეს საქართველოში მიხელ სააკაშვილი პირდაპირ, სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით, ჩასვეს ეს კაცი კონტეინერში და გამოგვიგზავნეს საქართველოში. რისთვის? რა თქმა უნდა, სიტუაციის არევისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს უკრაინიზაცია... საბედნიეროდ, ეს გეგმა ჩავარდა და, რა თქმა უნდა, ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ხელისუფლებამ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მისი თქმით, უკრაინიზაცია არის ის, რომ "ორნახევარჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი, მას შემდეგ, რაც დაიწყო 24 თებერვალს, შარშან, ომი. 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია აქვს უკვე რუსეთს ოკუპირებული შარშანდელ ვითარებასთან შედარებით.  მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის უკრაინიზაცია. შარშან ჰქონდათ 35%-იანი ეკონომიკური ვარდა, ეს არის კატასტროფა, რაც გვქონდა ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში, იყო ზუსტად ეს მაჩვენებელი. ინფრასტრუქტურა განადგურევბული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას".

კომენტარები