რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: ევგენი პრიგოჟინი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას აპირებს

ვაგნერის ჯგუფის შევრონი

Bloomberg-ის ცნობით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას აპირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრიგოჟინმა რუსეთის მიერ ვაგნერის წევრებისთვის ტყვია-წამლისა და ცოცხალი ძალის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ მიიღო.

გამოცემის ცნობით, ვაგნერის ჯგუფში პატიმრების ჩარიცხვის შეწყვეტის შემდეგ, პრიგოჟინის კომპანიას ცოცხალი ძალის და ტყვია-წამლის დეფიციტი შეექმნა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კრემლს პრიგოჟინის "დამოუკიდებლობა" არ მოსწონს და ვაგნერის ჯგუფს რუსეთის უსაფრთხოების ძალებისა და ხელისუფლებისთვის მზარდ საფრთხედ  განიხილავს.

ამავდროულად, პრიგოჟინის გადაწყვეტილებას გარკვეულწილად ისიც განაპირობებს, რომ მიუხედავად რამდენიმე თვიანი მცდელობისა და დიდი დანაკარგებისა, ვაგნერის ჯგუფმა მთავარი მიზანს, ბახმუტის დაკავებას ვერ მიაღწია.

როგორც Bloomberg წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ პრიგოჟინი საკუთარ ძალების განლაგებას აფრიკაში გადაწყვეტს, სავარაუდოა, რომ მომავალში მსგავს ოპერაციებს მეტი ყურადღება დაეთმობა, რადგან უკრაინაში პრიგოჟინის მებრძოლებისთვის სიტუაცია სულ უფრო რთულდება.

კომენტარები