კრიმინალი

ათეულობით ჭრილობა მიაყენა, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა – შსს მუხიანში მკვლელობაში ბრალდებულზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუხიანში მომხდარი მკვლელობის გამო 1984 წელს დაბადებული ე. ა. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ. მ.-ს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხედარი გუშინ, 22 მარტს ლიფტში იპოვეს. უწყების ცნობით, ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავეს. 

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები