ჩინეთი-რუსეთი

მომდევნო კვირას ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი რუსეთში ვიზიტს გეგმავს – REUTERS

ვლადიმირ პუტინი და სი ძინფინგი პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალი
Reuters

მომავალ კვირას ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი რუსეთში ვიზიტსა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს

30 იანვარს გავრცელებული რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა სი ძინფინგი რუსეთში მიიწვია და ლიდერები ერთმანეთს აპრილში, ან მაისში უნდა შეხვედროდნენ. ბოლო ცნობებით შეხვედრა მოსალოდნელზე ადრე შედგება. 

შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კრემლი კომენტარს არ აკეთებს. 

კომენტარები