სამი პარტია

ისევ უნდა ვცადოთ ყველამ ერთად კონსოლოდაცია, როგორც საგარეო, ისე საშინაო ფრონტზე - 3 პარტია

სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას საერთო განცხადების მიხედვით, სამი ოპოზიციური პარტია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აპირებს მუშაობის გაგრძელებას, რათა საქართველომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საჭიროა ბრძოლის გაგრძელება იმ სტრატეგიით, როგორც ეს "რუსული კანონის" წინააღმდეგ მოხდა. 

"მნიშვნელოვანია გავიაზროთ რამ მოიტანა ეს გამარჯვება, რა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ შევძელით ამ შემთხვევაში სისტემის დამარცხება, ჩვენი აზრით, ეს იყო ძალიან გასაგები, კონკრეტული მოთხოვნა რა იყო გასაკეთებელი, ეს იყო დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო, გასაგები, არაორაზროვანი, ყოველგვარი დიპლომატიური ენისგან დაცლილი გზავნილები თუ რა იყო გასაკეთებელი, და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, მთელი საზოგადოების". – თქვა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა კონსოლიდაციის კიდევ ერთხელ ცდა და მასში ჩართული უნდა იყოს როგორც დასავლელი პარტნიორები, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალები, სამოქალაქო სექტორი და ცნობადი სახეები.

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ახლა, ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არ აქვს და არც ამაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შანსი ამ ქვეყანას არ აქვს. ფორმულა გვაქვს, ვნახეთ წინა დღეებში, როგორ არის შესაძლებელი, რომ სისტემამ უკან დაიხიოს. ამ ფორმულის გამოყენებით უნდა ავარჩიოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, კონკრეტული მოთხოვნები და ისევ უნდა ვცადოთ ყველამ ერთად კონსოლოდაცია, როგორც საგარეო ფრონტზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გასაგები და არაორაზროვანი გზავნილები იყოს, ისე ქვეყნის შიგნით, ყველა პოლიტიკური ძალის სამოქალაქო სექტორისა და ცნობადი სახეების". – ამბობს ჯაფარიძე. 

 

კომენტარები