რეკლამა

GM PHARMA–ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება  

თანამედროვე ფარმაცევტული წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მის სტრუქტურაში მაღალტექნოლოგიური და მძლავრი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ხარისხიანი პროდუქტების წარმოების მყარ გარანტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და გამოწვევების კვალდაკვალ, GM PHARMA-ში პრაქტიკულად მისი დაარსების დღიდან ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლისა (ქიმიურ-ინსტრუმენტული ანალიზის) და მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიები. 

GM PHARMA-ს აღნიშნული ლაბორატორიები დაკომპლექტებულია თანამედროვე ხელსაწყო-აღჭურვილობით (როგორიცაა Shimadzu, Agilent, Erweka, Mettler-Toledo, Klima oprema, Biomerieux, Sartorius და სხვა.) და დასაქმებულია  30-ზე მეტი მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.

2008 წელს GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლის, ხოლო 2019 წელს მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიებმა გაიარა აკრედიტაცია ISO 17025 - ის სტანდარტის შესაბამისად და „აკრედიტაციის ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული ლაბორატორიები ყოველ წელს წარმატებით გადის ISO 17025 საკონტროლო აუდიტს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ლაბორატორია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის შედარებაში, ე.წ. პროფესიულ ტესტირებაში, რომელიც ლაბორატორიების პროფესიული კომპეტენციისა და სანდოობის დადასტურების ერთ-ერთ მძლავრ საზომს წარმოადგენს.

GM PHARMA-ს ლაბორატორიებს პროფესიული ტესტირებას უტარებს 40-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია LGC Axio Proficiency Testing (დიდი ბრიტანეთი), რომელიც მსოფლიო მასშტაბით 160 ქვეყნის 13 000-ზე მეტ ლაბორატორიას აერთიანებს და სხვადასხვა მიმართულებით 2000-ზე მეტ პროფესიულ ტესტირებას ახორციელებს ყოველწლიურად.

აღნიშნულ პროფესიულ ტესტირებებში მონაწილეობის პრინციპი კი შემდეგში მდგომარეობს: თითო რაუნდში, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით 50-60 ლაბორატორიას ეგზავნება საანალიზო „ბრმა“ ნიმუშები თითოეული ტესტის ირგვლივ. ანალიზის შედეგები იტვირთება ოფიციალურ პორტალზე და დარდება სამიზნე მნიშვნელობასთან მიმართებაში მიღებული შედეგის ცდომილებას. 

GM PHARMA-ს  ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას, აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში,  მონაწილეობა მიღებული აქვს პროფესიული ტესტირების 21 რაუნდში, სადაც დაფიქსირებული 53 ანალიზის შედეგიდან ყველა დადებითია (სრულ შესაბამისობაშია), ხოლო მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიას მონაწილეობა მიღებული აქვს პროფესიული ტესტირების 6 რაუნდში, სადაც დაფიქსირებული 55 ანალიზის შედეგიდან ასევე ყველა დადებითია.  

GM PHARMA-ს ლაბორატორიების კომპეტენციას ადასტურებს კომპანია LGC Axio Proficiency Testing - დან მოწოდებული ინდივიდუალური ანგარიშები დადებითი (მწვანე) შედეგებით და მათ მიერვე გაცემული კომპეტენციისა და სანდოობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. 

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში. კომპანია ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას ფლობს. ამჟამად კომპანია ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის - EU GMP - აუდიტისთვის მზადების პროცესშია.

კომპანიის მისიას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო ნორმისა თუ სტანდარტის დაცვით, მედიცინისათვის აქტუალური მედიკამენტების წარმოება წარმოადგენს. GM PHARMA-ს მთავარი ფასეულობა კი საკუთარი მედიკამენტებით რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივებაა.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!
 

კომენტარები