საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: უნდა აიკრძალოს ყველა პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.

ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე, რომ "ევროკავშირი არ არის ჩვენი თვითმიზანი".

კომენტარები