თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია – ლიანდაგებში მოქალაქე ჩავარდა

თბილისის მერია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია.

როგორც ტაბულას სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, ვაჟა-ფშაველას მეტროს ლიანდაგებში მოქალაქე ჩავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ჯერჯერობით უცნობია. 

მათი ინფორმაციით, მოქალაქის ამოყვანის შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგება. 

განახლება: საბურთალოს ხაზზე მოძრაობა უკვე აღდგა. მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები