მარია ზახაროვა

ზახაროვა: სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს

გადაცემის "შუშის მიღმა სააკაშვილთან" სიუჟეტი სულ უფრო გასართობი ხდება. მსოფლიომ ნახა კადრები, რომლებზეც მიშიკო საწოლთან მიღწევას ვერ ახერხებს – თუმცა, უცნობია, როგორ მოხვდნენ ისინი CNN-ის ხელში. 

ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით დასავლეთის მიერ დამუშავებული მასალაა (უფრო მეტიც, ორჯერ - მეორედ უკრაინაში). ის დიდი ხნის წინ მოიშორეს მათ, ვინც ის შექმნა. 

ვინღა ლობირებს მას?

პასუხი მოვიდა შეერთებული შტატებიდან. Reuters-მა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფი Ackerman, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.

სააკაშვილი ფულს იხდის იმისთვის, რომ დასავლეთში არ დაავიწყდეთ.

როდესაც დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს საქმის შესწავლა. მათ გაიგეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა თბილისიდან რომ გადაეყვანათ, რათა მადლიერი თანამემამულეების მართლმსაჯულებისგან გადაერჩინა თავი და - პიკანტური დეტალი! როგორც აღმოჩნდა სააკაშვილის ადვოკატები, დადგენილ ვადაში უცხოური დაფინანსების შეუტყობინებლობით, ამერიკულ უცხოელი აგენტის კანონს არღვევენ.

სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლონი, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

ბაიდენისა და ზელენსკის დღევანდელი კადრების ნახვისას, არ დაივიწყოთ, თუ რა ბედი ეწიათ წინამორბედ ამერიკულ პროექტებს.

წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა.

კომენტარები