ფემიციდი

კაცს, რომელმაც თბილისში, ავტობუსში ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, როინ მებონია სასჯელს ჯერ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოიხდის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ როინ მებონია შემთხვევის დროს საერთოდ შეურაცხადი იყო და ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და მებონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახალი ექსპერტიზით გადამოწმდება.

შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები