ჯო ბაიდენი

პუტინს უკრაინა უკვე დაკარგული აქვს, შეუძლებელია ამის გადატანა შეძლოს – ბაიდენი

Patrick Semansky/AP

PBS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთ-უკრაინის ომსა და აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების საკითხზე ისაუბრა

ბაიდენის აზრით, უკრაინის დასახმარებლად გაწეული ხარჯები ყველანაირად გამართლებულია. მისივე თქმით, აშშ-ს დამოკიდებულება უკრაინის თანადგომასთან მიმართებაში ურყევია. 

"წარმოუდგენელია პუტინმა ამის გადატანა შეძლოს. მას უკრაინა უკვე დაკარგული აქვს… მას ეგონა, უკრაინაში თუ შეიჭრებოდა, რუსულენოვანი მოსახლეობა გაშლილი ხელებით შეეგებებოდა. ის მოელოდა, რომ ამას NATO-ს კოლაფსი მოჰყვებოდა. ფიქრობდა, NATO შიშისგან უმოქმედობას გადაწყვეტდა". - თქვა ბაიდენმა ინტერვიუში. 

ბაიდენის თქმით, ის ამაყია, რომ უკრაინის დასახმარებლად არამარტო ევროპის, აზიელი პარტნიორების მობილიზებაც მოხერხდა. 

კომენტარები