ნაციონალურმა მოძრაობამ თავად უნდა დაიმკვიდროს თავი ამ ტიპის ფორმაციაში. გასაგებია, მათი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში, მაგრამ ამ ახალმა ხელმძღვანელობამაც უნდა დაიმკვიდროს თავი, გვანახოს, რა არის მისი ხედვა, არის თუ არა მართლაც ჩრდილოვანი მმართველობა, რა ტიპის არის, როგორ უყურებს ზოგადად კოალიციებს, რა დამოკიდებულება აქვთ, რა ხედვები ექნებათ. ანუ ეს არ არის ესე, რომ რაღაც ავტომატურად იღებ ყველაფერს. მათ დასამკვიდრებელი ექნებათ თავი და ურთიერთობები. ოღონდ ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი დგას ამ ყველაფრის მიღმა, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ეს არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას, საერთოდ ადამიანებად და საზოგადოებად ვიგრძნობთ თუ არა თავს, ამას უკავშირდება.
tbl.ge/69i4
დაკოპირდა

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია TV პირველს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციიდან ჩაერთო. კითხვა ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ხელმძღვანელობის ცვლილებისა და "პარტიასთან მერაბიშვილ-კეზერაშვილის უფრო დაკავშირების შემდეგ", ენმ-სთან მეტ კომუნიკაციაში ყოფნის შესაძლებლობას ეხებოდა.
ამავე თემაზე
- მელია: ქვეყანას მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როცა არაფორმალური მართვა დასრულდება
- დეკანოიძე: პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი მაქვს, აზრთა სხვადასხვაობა მაქვს კოლეგებთან
- დეკანოიძე მერაბიშვილზე: არ მაინტერესებს მისი განცხადებები, აზიანებს საპროტესტო განწყობას
- ენმ მერაბიშვილზე: პირად მოსაზრებებზე სპეკულაცია პარტიის დისკრედიტაციის მცდელობაა
- ხაბეიშვილი მერაბიშვილზე: თურმე პირადი აზრის დაფიქსირება უნდა ავუკრძალოთ, სასაცილოა