ჯოზეფ ბორელი

ბორელი: ევროკავშირი 30 000 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე EUMAM-ის მისიის ფარგლებში ევროკავშირი 30 000 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს

"რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ ვამცნო პრემიერ დენის შმიჰალს, რომ ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია EUMAM დამატებით 15 000 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნის. შედეგად კი, EUMAM-ის გაწვრთნილი სამხედროების საერთო რაოდენობა 30 000-ს მიაღწევს." - თქვა ბორელმა. 

ბორელმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი 25 მილიონ ევროს საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე განაღმვის მცდელობების მხარდასაჭერად გამოყოფს. 

კომენტარები