ირანის ისლამური რესპუბლიკა

ირანელ კაცს, რომელმაც 17 წლის ცოლს თავი მოჰკვეთა, მხოლოდ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანელ მამაკაცს, რომელმაც 2022 წლის თებერვალში 17 წლის ცოლს თავი მოჰკვეთა, 18 იანვარს რვა წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოზარდის მკვლელობის შემდეგ, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს მოკლულის ქმარი, საჯად ჰეიდარი, რომელიც ქალაქ აჰვაზში ქალის მოჭრილი თავით სეირნობს და იღიმის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფორმაცია დაადასტურა. 

ბევრმა ადამიანმა სასჯელის ხანგრძლივობა დაგმო. ისინი კინორეჟისორ, მოზგან ილანლოს იხსენებდნენ, რომელსაც თავსაბურავის მოხსნისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

სასჯელის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ირანის სასამართლოს სპიკერმა, მასუდ სეტაიშმა თქვა, რომ ქმარი "მსჯავრდებულია განზრახ მკვლელობაში, განზრახ თავდასხმასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში." მეორე ბრალდებული კი, რომელიც დაზარალებულის სიძეა, ნასამართლევია განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.

სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, ბრალდებული სიკვდილით არ დასაჯეს, რადგან მოკლულის ოჯახმა საჯად ჰეიდარს აპატია.  

როდესაც ეს ამბავი პირველად გამოქვეყნდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ (IRNA) სავარაუდო მკვლელობას ე.წ. "ღირსებისთვის მკვლელობა" უწოდა. მათივე ცნობით, საჯად ჰეიდართან ქორწინებისას 12 წლის იყო. 

წლების განმავლობაში ირანელი ქალთა უფლებების აქტივისტები ქვეყანაში ოჯახში ძალადობის კანონების გაძლიერებისთვის კამპანიებს აწარმოებენ. 

კომენტარები