დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდ. კორეის დრონმა სამხრეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, სეულმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა

ჩრდილოეთ კორეის წარმოების დრონი პარადზე

როგორც სამხრეთ კორეის მედია Yonhap-ი წერს, სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ჩრდილოეთ კორეის უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაარღვიეს, რის შემდეგაც სეულმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და ავიაგამანადგურებლები ააფრინა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთის მხრიდან სამხედრო დემარკაციის ხაზის გადაკვეთა დააფიქსირა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს თხოვნით, შემთხვევის გამო, ინჩეონისა და გიმპოს აეროპორტებში ფრენები გადაიდო.

2017 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთის დრონები სამხრეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

კომენტარები