2022 წელს მსოფლიო ფუნდამენტურად ახალი რეალობის წინაშე დადგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ, მიზანშეწონილია, რომ ჩვენ თავს კითხვა დავუსვათ - განვლილი 1 წლის გადმოსახედიდან, რამდენად შევძელით სწრაფად და რადიკალურად შეცვლილ გარემოსთან ადაპტირება ისე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისკენ სწრაფვა კიდევ უფრო გაგვეაქტიურებინა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთ პირობებშიც კი, ქართულმა დიპლომატიამ წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა. ასევე, მმართველი გუნდის, საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. ამ კუთხით, განსაკუთრებით გამოვყოფ პირადად პრემიერმინისტრის როლს, რომლის ლიდერობითაც, ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გარე საფრთხეებთან გამკლავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, 2022 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევს უნარი, გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდეს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია.
tbl.ge/683d
დაკოპირდა
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ქართული ოცნებაილია დარჩიაშვილისაგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროირაკლი ღარიბაშვილირუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ამავე თემაზე
- ხაინდრავა: ამხანაგმა სალომემ ცკ-ში გვიჩივლა, მოითხოვა ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა
- ზარქუა მეთიუ მილერს: არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ?
- ოდიშარია: გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინც საკუთარ თავზე იღებ – გიხარია?
- ზარქუა ოდიშარიაზე: კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში
- ბოჭორიშვილი ბოკუჩავას: შენ რომ აყენებ ადამიანებს შეურაცხყოფას, მაგაზე თუ იხდი ბოდიშს?