ჩინეთი-რუსეთი

მომავალ წელს რუსეთთან ურთიერთობებს გავაღრმავებთ – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმიმ თქვა, რომ ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით "მიუკერძოებელი" პოზიცია აქვს და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქვეყანა რუსეთთან კავშირებს გააღრმავებს

ასევე, ვანგ იმიმ აშშ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ იგი აშშ-ს მცდარ პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებით მტკიცედ გმობს. 

ვანგმა გამოსვლის ბოლოს დასძინა, რომ ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ და ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას გააღრმავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას ჩინეთმა და რუსეთმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს. 

კომენტარები