გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც ჯავშანტექნიკის სარემონტო და სავეაკუაციო მანქანა Bergepanzer 2 შედის.
Bergepanzer 2 შემუშავებულია Leopard 1 საბრძოლო ტანკის ბაზაზე. ის უზრუნველყოფს ბრძოლით დაზიანებული მანქანების აღდგენას, მხარდაჭერას ძრავებისა და კოშკურების მონტაჟსა და დემონტაჟში.
გარდა ამისა, გერმანიამ ასევე გაგზავნა 13 სასაზღვრო, ერთი სასწრაფო და ორი სატვირთო მანქანა.





