ეკონომიკა

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1 წელში 31.4 ლარით გაიზარდა და 255.1 ლარი გახდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საარსებო მინიმუმის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.1 ლარს შეადგენს. 

საარსებო მინიმუმი 2021 წლის ამ პერიოდში 223.7 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წინა წლის საარსებო მინიმუმთან შედარებით, 2022 წლის მაისის მონაცემი 31.4 ლარით გაიზარდა.

საარსებო მინიმუმის ზრდა ქვეყანაში არსებულ ინფლაციურ მაჩვენებელს უკავშირდება. ოფიციალური მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.

საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომენტარები