რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოკუპანტებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს ბახმუტი

სიტუაცია კვლავ რთულია ფრონტის ხაზზე დონბასში - ბახმუტში, სოლერადში, მარიანკაში, კრემინაში... უკვე დიდი ხანია, ამ ტერიტორიებზე არ დარჩა ადგილი, რომელიც დაბომბვებითა და ცეცხლით არ არის დაზიანებული. ოკუპანტებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს ბახმუტი, დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ გადამწვარ ნანგრევებად აქცია. 

მე მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა გმირს, ყველა ჯარისკაცს, რომელიც ამ მიმართულებით ფრონტის ხაზს ამაგრებს, შეტევებს იგერიებს და მტერს შესამჩნევ ზიანს აყენებს - იმ ჯოჯოხეთის საპასუხოდ, რაც უკრაინაში რუსული დროშით შემოვიდა.  

დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ხალხისთვის მუშაობს! 

დაუვიწყარი ხსოვნა მათ, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გასწირა! დიდება უკრაინას! 

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები