რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არ მწყინს, მონის მონამ და გაყიდულმა რაც თქვა" – ქართველი მებრძოლების პასუხი ღარიბაშვილს

მთავარი არხი

უკრაინაში მებრძოლი ქართველები, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობენ. მთავარ არხთან ინტერვიუში ისინი აცხადებენ, რომ პრემიერის სიტყვები სიცრუეა, რომ ისინი ვინმემ წაიყვანა საბრძოლველად.

ქართველი მებრძოლები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და მათ წინააღმდეგ იბრძვიან. სამხედროები გარდაცვლილი ქართველების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. 

"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩემს ერს, რომელმაც ასეთი გმირი ხალხი დაკარგა.  კი არ დაკარგა, ზეციურ საქართველოს შეუერთდნენ. სიმართლე გითხრათ, [ღარიბაშვილის სიტყვები] მე არ მწყენია, იმიტომ რომ მონის მონამ და ფულზე გაყიდულმა, შენც ფულზე გაყიდული გიწოდოს. ყველამ თავის სულში ჩაიხედოს და ჩვენ აქ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ ვართ სისხლი და ხორცი ქართველი ერისა, რომელიც ქართული საქმისთვის იბრძვის და ჩვენი დაღვრილი თითოეული წვეთი, არის ქართული საქმისთვის დაღვრილი. ჩვენ აქ იმ ხალხს ვანადგურებთ, ვინც ხვალ და ზეგ და დღესაც იქ არიან, შანსი რომ მიეცეთ გადაუვლიან და გადათელავენ ქართველ ერს".- ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი. 

კიდევ ერთი მებრძოლი აცხადებს, რომ პრემიერი ტყუის, "სისულელეს" ამბობს და უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის. 

"ჩვენ ცხვრები არ ვართ, მეომრები ვართ!"- აცხადებს მებრძოლი. 

5 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს.

 

 

კომენტარები