უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

ხაბეიშვილი: ხელისუფლება ჯარისკაცებს არ გლოვობს და 2008 წლის ომზე ბინძურად სპეკულირებს

თავისუფლებისთვის ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, უკრაინის მხარეს არის სიმართლე და მთელი ცივილიზებული სამყარო. სამწუხაროდ, ამ დროს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთვის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს არ გლოვობს. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც 2008 წლის ომზე კვლავ ბინძურად სპეკულირებს. ბიძინა ივანიშვილის თოჯინა, ღარიბაშვილი, ბედავს და აუგად მოიხსენიებს მაშინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც პირველად გაუწია წინააღმდეგობა მკვლელ, ტერორისტ პუტინს ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად. პრეზიდენტ სააკაშვილს არცერთი წამით არ მიუტოვებია არათუ ქვეყანა და ხალხი, არამედ ბრძოლის ველი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ბრიგინგზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. 

კომენტარები