რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთი მზადაა, მოუსმინოს ყველას, ვისაც უკრაინაზე მოლაპარაკებები სურს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა მოუსმინოს ყველას, ვისაც უკრაინაზე მოლაპარაკებები სურს.

ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკება, რათა თავისი შეიარაღებული ძალების გადაჯგუფებისა და აღდგენისთვის დრო მოიგოს, აბსურდულია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, დასავლეთთან ურთიერთობის "აღდგენა არ გამოვა, რადგან აღდგენა ნიშნავს იმაზე დაბრუნებას, რაც აქამდე იყო". მან დამატებით აღნიშნა, რომ დასავლეთისგან აბსოლუტურად ახალ საწყისს ელის, თუმცა "მიიღწევა თუ არა ეს ახლო მომავალში უცნობია".

კომენტარები