რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ გეგმავს, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნოს

CNN აშშ-ს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას განიხილავს. 

"ყველა შესაძლებლობა განიხილება". - ასე უპასუხა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა აშშ უკრაინისთვის Patriot-ების გაგზავნას.

Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შექმნილია შემომავალი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების, მოწინავე თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა არის აშშ-ს "უმაღლესი პრიორიტეტი", - დამატებით აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები