საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ივნისი-სექტემბერში ქვეყანაში კონცერტები გაიმართება – 70 მილიონს გამოვყოფთ

მე ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე გაცნობეთ, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები... ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისშიც ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებსა და Black Sea არენაზე. 

ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, ჩვენ გვაქვს ამის შესაბამისი თანხები, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეს პროექტი დაფინანსდება და, ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ძალიან საინტერესო პროგრამა გამოგვივა. 

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები