ფემიციდი

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

tsamali.ge

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კაცს სხეულის 70%-ის დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო. 

შემთხვევა თერჯოლაში 24 ნოემბერს მოხდა - კაცმა ყოფილ ცოლს მაღაზიაში ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები