მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა, 390 კი დაშავდა. მონაცემებს ინდონეზიის კატასტროფების შესუსტების სააგენტო (BNPB) ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი დასავლეთ იავა დაზარალდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქში არაოფიციალური მონაცემებით 700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

BNPB-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შეგედად 2200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. 7000-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა თავშესაფარშია გადაყვანილი.

კომენტარები