რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მტერს არ მივცემთ უფლებას, ღირსება და თავისუფლება წაგვართვას

შეიძლება, გქონდეს ღირსება, მაგრამ არა თავისუფლება. შეიძლება, გქონდეს თავისუფლება, მაგრამ არ იყო მისი ღირსი. ეს ის ღირებულებები საუკეთესოა, როდესაც ერთად გაქვს. სწორედ ამიტომ აქვს დღევანდელ დღეს ორი სახელი. იმიტომ, რომ უკრაინას ორივე აქვს - თავისუფლებაც და ღირსებაც. ჩვენ არ მივცემთ მტერს უფლებას, ისინი წაგვართვას. 

არა მხოლოდ დღევანდელ დღეს - ჩვენს ყოველ დღეს ღირსეული და თავისუფალი ადამიანები იცავენ და ქმნიან. დაე, ასე იყოს ჩვენი გამარჯვების შემდეგაც. გილოცავთ ღირსებისა და თავისუფლების დღეს - ჩვენს დღეს!

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მოქალაქეებს 21 ნოემბერს - უკრაინის ღირსებისა და თავისუფლების დღეს ულოცავს. 

კომენტარები