გერმანიის ეკონომიკა

BLOOMBERG: გერმანელების ხელფასები 8.5%-ით გაიზრდება

მასშტაბური გაფიცვების თავიდან ასაცილებლად, გერმანიის პროფკავშირი და დამსაქმებლები, მრეწველობის მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდის ორ ეტაპიან პროცესზე შეთანხმდნენ

The IG Metall-ის პროფკავშირის მიერ 18 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, შემდეგ წელს მოქალაქეების ხელფასები 5.2%-ით, ხოლო 2024 წელს 3.3%-ით გაიზრდება. ბონუსის სახით, ამას დაემატება €3 000, საშემოსავლოს გარეშე. ახალი პოლიტიკით ბერლინი ინფლაციის მიერ გამოწვეული მაღალი საყოფაცხოვრებო დანახარჯების დაბალანსებას ცდილობს.

ჯამში აღნიშნული რეფორმა 3.9 მილიონ ადამიანს მოიცავს. პროფკავშირის ცნობით, ამ ხალხის დღიური ხელფასი 8.5%-ით გაიზრდება, თუმცა დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიიღეს ეს მონაცემი, არ ვრცელდება.

ამ დრომდე კომპანიები ხელფასების მომატებისგან თავს იკავებდნენ, რასაც ისინი მაღალი ფასებისა და ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდის რისკით ამართლებდნენ. 

ევროპის ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, ნედლეულზე, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ხარჯების ფონზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სამომხმარებლო ფასებმა გერმანიაში განსაკუთრებით ოქტომბერში იმატა.

მართალია, ეს შესაძლოა არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ინფლაციის შედეგად გამოწვეული მსყიდველობითი უნარის ვარდნა სრულიად ანაზღაურდეს, მაგრამ ნაწილობრივ მაინც აღადგენს ბალანსს. ევროპის ცენტრალური ბანკისთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ ინფლაციის გავლენა შემცირდება, მაგრამ იგი იმაზე მეტ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე ბაზარზე ვარაუდობდნენ. 

კომენტარები