რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ რუსეთის დამხმარე სამხედრო შესყიდვების ქსელს სანქციებს უწესებს

REUTERS

აშშ ახალ სანქციებს უწესებს იმ ინდივიდებსა და კომპანიების ქსელს, რომელებიც უკრაინაში მიმდინარე ომის დასახმარებლად რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე მუშაობენ.  

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, სანქციები 14-მდე ადამიანსა და 28 კომპანიას შეეხება. ამ კომპანიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. ოფიციალური განცხადება დღეს, 14 ნოემბერს გაკეთდება.  

"ეს არის ჩვენი მცდელობის ნაწილი, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის სამხედრო მცდელობებს და შევაფერხოთ ის აღჭურვილობა, რომელიც მას სჭირდება - სანქციებითა და ექსპორტის კონტროლის გზით". - განაცხადა ჯანეტ იელენმა.  

აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს რუსეთში მომუშავე სამხედრო ინდუსტრიაში მყოფი კომპანიებისთვის. ასევე, აშშ-მ შეწყვიტა იმ ნაწილების ექსპორტი, რომლებსაც რუსეთი სამხედრო ტექნიკაში იყენებდა.

კომენტარები