რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ჯო ბაიდენის ოჯახის წევრებსა და თეთრი სახლის პრესმდივანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ვაშნგტონის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების საპასუხოდ, რუსეთი აშშ-ს 200 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და და 2 ძმა - ჯეიმს ბრაიან ბაიდენი, ფრენსის უილიამ ბაიდენი და ვალერი ბაიდენ ოუენსი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ მიერ დაწესებული სანქციები ასევე შეეხება თეთრი სახლის პრესმდივანს, კარინ ჟან-პიერს.   

"სანქცირებულთა შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მათი ნათესავები, სამხედრო წარმოების კომპანიებისა და საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპერტები და ლობისტები, რომლებიც მონაწილეობენ რუსოფობიური კამპანიის ხელშეწყობასა და კიევის რეჟიმის მხარდაჭერაში". - ვკითხულობთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ბოლო მონაცემებით, რუსეთს აშშ-ს 1 073 მოქალაქე ჰყავს სანქცირებული. 

კომენტარები