ესტონეთი-რუსეთი

ესტონეთი რუსეთის ნავთობპროდუქტების იმპორტს ვადამდე ადრე შეწყვეტს

Reuters

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ვადამდელი აკრძალვის შესახებ. აკრძალვა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ურმას რეინსალუმ დააზუსტა, რომ 5 დეკემბრიდან სრულად შეწყდება ესტონეთში რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი.

ადრე ესტონეთის საგარეო უწყებამ ევროკომისიას გაუგზავნა წინადადება რუსეთისთვის ნავთობის და გაზის სფეროში გადაუდებელი და ყოველმხრივი სანქციების დაწესების შესახებ.

კომენტარები