აშშ-რუსეთი

МИД: აშშ-ს კომერციული თანამგზავრები შესაძლოა სამიზნე გახდეს, უკრაინას თუ დაეხმარებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს კომერციული თანამგზავრები, შესაძლოა, კანონიერ სამიზნეებად იქცნენ, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ.

ამის შესახებ, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გავრცელების შეზღუდვისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინ ვორონცოვმა ისაუბრა.

"გვსურს ცალკე გავუსვათ ხაზი უკრაინაში მიმდინარე მობლენების დროს გამოვლენილ უკიდურესად საშიშ ტენდენციას. საუბარია შეიარაღებულ კონფლიქტებში აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ კოსმოსში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გააქტიურებაზე. კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, შესაძლოა, საპასუხო დარტყმის კანონიერი სამიზნე გახდეს".  – თქვა ვორონცოვმა.

კომენტარები