რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერებს მის პოზიციას მოლაპარაკებების დროს

Olivier Matthys/AP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში მარცხდებიან, უკრაინელი სამხედროები კი ძლიერდებიან. რუმინეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლაე ჩუკესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

"პრეზიდენტი პუტინი ბრძოლის ველზე მარცხდება. ის ამ მარცხს პასუხობს უფრო განურჩეველი თავდასხმებით უკრაინის ქალაქებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურებზე, ასევე საშიში ბირთვული რიტორიკით". - თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგის თქმით, ყოველ კვირას, უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდებიან და უკეთ აღჭურვილები ხდებიან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების დროს.

"ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ სიძლიერეზე. შესაბამისად, სამხედრო დახმარების მიწოდებით ჩვენ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გავაძლიეროთ. რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ გვექნება პოლიტიკური გადაწყვეტის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ერის ევროპაში". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები