ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის, ანატოლი ლაპოს ინფორმაციით, უკრაინელებმა თითქმის ყველა სასაზღვრო ხიდი ააფეთქეს. ასევე, ლაპოს ცნობით, საავტომობილო, სარკინიგზო და სასაზღვრო გზები მთლიანად დანაღმულია.
"სამხრეთით სიტუაცია რთულია. უკრაინის მხარის ძალისხმევა ფოკუსირებულია სახელმწიფო საზღვრების დაცვის გაძლიერებაზე.
"ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვართ, უკრაინელები ზოგჯერ ჩვენს მესაზღვრეებს უმიზნებენ, ხანდახან ჰაერშიც ისვრიან, მიმდინარეობს მუდმივი საჰაერო დაზვერვა". - - თქვა ლაპომ ბელარუსულ მედიასთან ინტერვიუში.





