ტერორიზმი

სომალი: მოკლულია დაჯგუფება ალ-შაბაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი

სომალის მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საერთო ოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აბდულაჰი ნადირი. 

სომალის ინფორმაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ნადირის ლიკვიდაციის ოპერაცია შაბათს, 1 ოქტომბერს ჩატარდა. 

"მისი სიკვდილი სომალის სახელმწიფოდან ამოღებული ხიჭვია. მთავრობა მადლობას უხდის სომალელ ხალხსა და საერთაშორისო მეგობრებს, ვისმა თანამშრომლობითაც მოხდა იმ ლიდერის მკვლელობა, ვინც სომალელი ხალხის მტერი იყო". – წერია განცხადებაში.

ალ-შაბაბი სომალიში დაფუძნებული ისლამური ფუნდამენტალისტური დაჯგუფებაა. 2006 წლიდან მოყოლებული ტერორისტული დაჯგუფების ტერაქტებს სომალიში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დამხობაა.

კომენტარები