ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა, ჰალ სიტიმ ქართველი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
არველაძისა და ჰალ სიტის შორის თანამშრომლობის დასრულების შესახებ კომენტარი კლუბის მფლობელმა, აჯუნ ილიჯალიმ გააკეთა.
"სანაკრებო პაუზის დროს, შოთა არველაძესთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა იმისთვის, რომ გუნდის მიმართულება და მომავალი განგვეხილა. როგორც ამ შეხვედრებიდან გამოჩნდა, ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გზები უნდა გაიყოს. შოთას დიდ მადლობას ვუხდით, მის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ". - თქვა ჰალის მფლობელმა.
არველაძის წასვლის შემდეგ, კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ენდი დოუსონი შეასრულებს.
შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად 2022 წლის 27 იანვარს დაინიშნა. კლუბმა მისი ხელმძღვანელობით 30 მატჩი გამართა, საიდანაც 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 15 კი წააგო. მიმდინარე სეზონში ჰალი ინგლისის ჩემპიონშიპში, ამ დროისთვის მე-20 ადგილზე იმყოფება.





