რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: უკრაინის დახმარებისთვის ახალი სარდლობა იქმნება, მისიაზე 300-მდე ადამიანი იმუშავებს

New York Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, მისია გერმანიაში აშშ-სა და მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის შექმნილ დახმარებისა და წვრთნების სისტემის გამარტივება იგეგმება.

ოფიციალური პირების თქმით, ახალი ინიციატივით გამარტივდება წვრთნისა და დახმარების ის სისტემა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ხელმეორედ შეჭრის შემდეგ შეიქმნა: სისტემა განთავსდება ერთი ახალი სარდლობის ქვეშ, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში და მას უხელმძღვანელებს აშშ-ის მაღალი რანგის გენერალი.

თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინ ცვლილებების შესახებ გეგმა ახლახან წარედგინა, - აცხადებენ ოფიციალური პირები. ოსტინი და მისი მთავარი თანაშემწეები განიხილავენ ინიციატივას და, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიღებენ, - აღნიშნეს აშშ-ის მაღალჩინოსნებმა და დამატებით შენიშნეს, რომ თეთრი სახლი და პენტაგონი მხარს უჭერენ ამ მიდგომას. 

ახალი სარდლობა, გენერალი კრისტოფერ კავოლი ხელმძღვანელობით, განიხილავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შექმნილი 40 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, - მიიღებს.

300-მდე ადამიანი იმუშავებს ამ მისიაზე, რომელიც გერმანიაში - აშშ-ს არმიის ევროპის შტაბ-ბინაში დაფუძნდება. უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნების დიდი ნაწილი აშშ-ს შეიარაღების სისტემებზე უკვე იქ მიმდინარეობს.

ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ფორმალური სტრუქტურის მიცემას იმისთვის, რაც ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა, არის დაფუძნებული ერაყსა და ავღანეთში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ს წვრთნისა და დახმარების სისტემაზე.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვით გამოცემასთან განმარტეს, რომ თუ გავითვალისწინებთ 16 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფასა და იარაღის მიწოდების კონტრაქტებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სისტემის ცვლილება მანიშნებელია იმისა, რომ აშშ რუსეთისგან საფრთხეს გრძელვადიან კონტექსტშიც ელის. 

კომენტარები