რუსეთი-ჩეხეთი

ჩეხეთში გამოააშკარავეს საგარეო უწყების თანამშრომელი,რომელიც რუსეთს საიდუმლო ცნობებს აწვდიდა

ჩეხეთი

ჩეხეთის სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამშრომელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა რუსეთის საგარეო დაზვერვასთან და აწვდიდა მას საიდუმლო ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო უწყების თანამშრომლის გამოაშკარავება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ დაადასტურეს. მინისტრის განცხადებით ეჭვმიტანილი თანაშრმომელი უწყებიდან გათავისუფლებულია. სხვა დეტალებზე იან ლიპავსკის არაფერი უთქვამს.

ჩეხეთის კონტრდაზვერვამ, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის (BIS) სამსახურმა რამდენიმე წლის წინ დაადგინეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციის თავიანთი წყარო ჰყავთ ჩეხეთის საგარეო უწყებაში.

კომენტარები