რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზად არის, მიაწოდოს გერმანიას გაზი, ხოლო გერმანიამ საფრანგეთს ელექტროენერგიით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს.

"გერმანიას სჭირდება ჩვენი გაზი და ჩვენ გვჭირდება დანარჩენ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგია. უახლოეს კვირებში ჩვენ დავასრულებთ საჭირო გაზსადენების მიერთების სამუშაოებს, რათა შევძლოთ გერმანიაში გაზის ექსპორტი, თუკი სოლიდარობა გახდება საჭირო. პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დღეს უკვე საფრანგეთი გაზის ექსპორტს ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ ამას გავაძლიერებთ და ვიქნებით სოლიდარულები გერმანიის მიმართ გაზის საკითხში იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება". – თქვა ემანუელ მაკრონმა.

9 სექტემბერს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ერთმანეთს საგანგებო სამიტზე შეხვდებიან, რომელზეც განხილული იქნება ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად საგანგებო გეგმები.

კომენტარები