ყაზახეთი

თოყაევმა ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინფორმაციით, ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართება, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის პირველ ნახევარში.

"მე ამ შემოდგომაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გთავაზობთ". - თქვა თოყაევმა.

ამასთან ერთად, პრეზიდენტმა შესთავაზა პარლამენტის მეჯილისა (ქვედა პალატა) და მასლიხატების (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების) ვადამდელი არჩევნების მოწყობა მომავალი წლის პირველ ნახევარში.

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2023 წლის შუა რიცხვებში ყაზახეთში მოხდება ყველა სახელმწიფო ორგანოს პოლიტიკური ცვლილება.

"ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მზად ვარ მივიდე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუნდაც ჩემი უფლებამოსილების შემცირების ხარჯზე". - განმარტა თოყაევმა.

ტოყაევი ხელისუფლებაში მოვიდა 2019 წელს, როცა ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი მოულოდნელად გადადგა, ქვეყნის სათავეში თითქმის 30 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, და თავის შემცვლელად ტოყაევი დაასახელა.

კომენტარები