ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

მარიონეტული ცხინვალი საქართველოს ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) სასაზღვრო სამსახურის მეთაურმა, ვალერი ალიხანტიმ მარიონეტ ლიდერს, ალან გაგლოევს აცნობა, ქართული მხრიდან ე.წ. საჰაერო სივრცის თითქოსდა უპილოტო საფრენი აპარატით დარღვევის შესახებ.

"21 აგვისტოდან 28 აგვისტომდე ვითარება სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე სტაბილური და პროგნოზირებადი რჩებოდა. სასაზღვრო პატრული აგრძელებს ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების საქმიანობის აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ დაკვირვებას, ფოტო-ვიდეო გადაღებას სასაზღვრო ტერიტორიაზე სხვადასხვა პოზიციებიდან, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. გუშინ, 22:15-ზე, სამხრეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ უისაში დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დაფრინავდა ქართული სოფლებიდან, საჩხერიდან, ჩორჩანიდან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცე დაარღვია". – თქვა ალიხანტიმ.

კომენტარები