უნგრეთი

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, რუსული ატომური ენერგეტიკული გიგანტი Rosatom-ი უახლოეს კვირებში უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს.

რუსეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოს შორის 2014 წელს დადებული შეთანხმება მიზნად ისახავს არსებული პაქსის ატომური ელექტროსადგურის გაფართოებას. გავრცელებული ინფორმაციით, პაქსის სადგური ამჟამად უნგრეთის ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს.

“ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უნგრელებს ენერგიის ფასების მკვეთრი რყევებისგან დავიცავთ". - წერს მინისტრი. 

მისივე თქმით, ბირთვული რეაქტორები 2030 წლისთვის მზად იქნება ექსპლუატაციისთვის.

საკამათო 12,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ძირითადად  რუსეთის მიერ ფინანსდება.

ამას გარდა, რუსეთი და უნგრეთი განაგრძობენ ატომურ ელექტროსადგურ პაკშ-2-ზე მუშაობას. პაკშ-2 უნგრეთში ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. რუსეთის მხრიდან სადგურზე მუშაობს ატომური ენერგიის უმსხვილესი რუსული კომპანია, როსატომი. 

გასულ თვეებში უნგრეთი არ უჭერდა მხარს ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობისთვის სრული ემბარგოს დაწესებას.

კომენტარები