რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს – REUTERS

Lukas Barth/Pool photo via AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტის საგანგებო უფლებას გამოიყენებს, რაც მას საშუალებას აძლევს აშშ-ს მარაგებიდან იარაღი ქვეყანას კონგრესის ნებართვის გარეშე გადასცეს. 

გამოცემის ცნობით, ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება დღეს, 19 აგვისტოს შეიძლება გაავრცელოს. წყაროებმა, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნეს, რომ განცხადება შესაძლოა მომავალი კვირისთვის გადაიტანონ და, ასევე შესაძლებელია, რომ იარაღის პაკეტების ღირებულება შეიცვალოს მათ გამოცხადებამდე. 

მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსული ჯარები უკრაინის საზღვარზე გადაისროლეს, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა, კონფლიქტი გადაიზარდა ომში, რომელიც ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მიმდინარეობს.

ომის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა კიევის მთავრობას უსაფრთხოების მიზნით მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა.

კომენტარები