ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში

გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი ახალ რეკორდს მიაღწევს

Patrick Pleul/DPA, via Associated Press

ევროპაში ელექტროენერგიის ფასები ახალ მწვერვალებს აღწევს. ამასთან, ბუნებრივი აირის ფასი 2.5%-ით გაიზარდა, რაც ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც რეგიონს რეცესიით ემუქრება, კიდევ უფრო გააღრმავებს.

მომდევნო წელს გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი  477 ევრომდე გაიზრდება, რაც 2021 წლის მონაცემებს დაახლოებით 6-ჯერ აღემატება.

ფასის მკვეთრი ზრდის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. არსებობს ალბათობა, რომ ქვეყანას არ ეყოფა გაზის მარაგები ზამთარში საკმარისი ელექტრომომარაგებისთვის. 

უკრაინაში ომის გარდა ფასზე უარყოფითად სიცხე და გვალვები მოქმედებს, რაც  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დამატებითო წნეხია. 

დანიის Energi Danmark-ის ანალიტიკოსების თქმით, არ არსებობს აშკარა ნიშანი იმისა, რომ ფასები მზარდი ტენდენცია მალე შენელდება.

კომენტარები