საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია - ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს
tbl.ge/63jn
დაკოპირდა

ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე. ამ მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც 10 000 ხელმოწერა აქვს.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




