რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წყალდიდობის გამო 6 000-მდე უკრაინელი ზაპოროჟიეს ოკუპანტების კონტროლირებად ნაწილებს ვერ ტოვებს

წყალდიდობის გამო 6 000-მდე უკრაინელი ზაპოროჟიეს ოკუპანტების კონტროლირებად ნაწილებს ვერ ტოვებს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა უკრაინულ ტელევიზიასთან ისაუბრა.

"1 200-ზე მეტი მანქანაა ვასილივკას საკონტროლო პუნქტთან, ეს დაახლოებით 6 000-მდე ჩვენი მოქალაქეა, რომელიც ქალაქ ზაპოროჟიეს დასატოვებლად რიგში დგას. ლოდინის დრო 7 დღემდეა. თუმცა, ბოლო დღეებში ვითარება კიდევ უფრო გართულდა, რადგან ზაპოროჟიეს რეგიონი, სადაც ძლიერი წვიმები და ტალახიანი გზებია, გაუვალია". – თქვა ფედოროვმა. 

ვალისივკიდან გზა ზაპოროჟიეში ერთ-ერთი "წვამე დერეფანია", რომელიც საშუალებას აძლევს მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უსაფრთხოდ დატოვოს.

Institute for the Study of War-ის (ISW) 25 ივლისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები